მთავარი ამბები
თამთა ჩაჩანიძე
28.05.2026

აშშ-ის დელეგაციიის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. სახდეპის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ, როგორც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ისე ბიზნესისა და რელიგიური წრეების წარმომადგენლებს. ხელისუფლება ამ შეხვედრებს აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის კონტექსტში განიხილავს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ახლა მიდის საქართველოს მიმართ აშშ-ის ახალი პოლიტიკის განსაზღვრა და არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში უფრო მაღალი დონის კონტაქტების მოსამზადებელი სამუშაოები ტარდებოდეს.

ნატალია ჯვარიძე
28.05.2026

„ოპოზიციური ალიანსის" 26 მაისის აქციის შემდეგ, პარტია „ახალი" პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მირდატ ქამადაძემ დატოვა. იგი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის იმას, რომ პარტია არ იყო ისეთი, რისთვისაც შეიქმნა და მათ ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

თამარ ვეფხვაძე
28.05.2026

საქართველოში წელსმიმდინარე სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი შენარჩუნდება. ასეთია საბანკო ასოციაციის პროგნოზი, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან. მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის  კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებაა, რომლითაც ქვეყნის მთავარმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა. სპეციალისტების განცხადებით, ინფლაციური რისკებისგან დაცვის მიზნით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და მინიმუმ ექვს თვეში აისახება ეკონომიკაზე. 

მარიამ ვეკუა
28.05.2026

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახალ ფაზაში შედის. ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პირველი კლასტერი ივნისში გაიხსნება, დანარჩენები კი - ივლისში. მედიაში კი პირველი კლასტერის გახსნის უფრო კონკრეტული თარიღი სახელდება - 16-დან 19 ივნისამდე პერიოდი.

თამთა ჩაჩანიძე
28.05.2026

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, რომელმაც ის გასცა, ნიკა მელია არ არის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად სააკაშვილი წერს, თუმცა მელიას სხვა „შეცდომას" უხსენებს. ამას გარდა, ესპრეზიდენტი ოპოზიციის ალიანსის მიერ 26 მაისს გამართულ აქციასა და მათ გეგმებს აკრიტიკებს. ამას უკვე გამოეხმაურენ ალიანსიდან და სააკაშვილს „მაოხრებელი გზირი" უწოდეს.

ნატალია ჯვარიძე
28.05.2026

ევროკავშირი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პირდაპირ ჩართვისთვის ემზადება. უკვე განიხილება სავარაუდო კანდიდატები, თუ ვინ დაჯდება უშალოდ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირის სახელით. ასევე დგება მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელსაც სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში წარუდგენენ რუსეთს და ამ სიაში საქართველოც შედის.

თამთა ჩაჩანიძე
27.05.2026

ოპოზიციის ალიანსის შესაძლო გაფართოებაზე საუბრები პრაქტიკულად მისი შექმნის დღიდან მიდის, თუმცა, თუმცა 26 მაისის აქციაზე სხვა პარტიების წარმომადგენლების ყოფნამ გააძლიერა მოსაზრება, რომ ალიანს შეიძლება ახლო მომავალშ ახალი წევრები შეემატოს კონკრეტული პარტიების ან ცალკეული პოლიტიკოსების სახით.

ნატალია ჯვარიძე
27.05.2026

ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაუმჯობესება შეინიშნება. ეს ორივე მხარისგან მოდის. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ უკრაინა საკუთარ პოლიტიკას გადაიზრებს და ვითარება უკეთესობისგან შეიცვლება. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ განცხადებების გარდა, მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუნდაც ელჩების საკითხის მოგვარება. ვარაუდობს, რომ ამ პროცესში დასავლეთი მონაწილეობს, რაც თავისთავად მათთან ურთიერთობებზეც მოახდენს გავლენას.

თამთა ჩაჩანიძე
27.05.2026

ოპოზიციური ალიანსი „ეროვნული მობილიზაციის" მეორე ფაზას იწყებს, რომლის ძირითადი გზავნილი იქნება „საქართველო იმსახურებს უკეთესს". ასევე დაანონსებულია შემდეგი აქცია, რომლის ზუსტი თარიღიც ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად აღნიშნეს, 26 მაისის აქცია და მანამდე კარდაკარის კამპანია ძირითადად თბილისზე იყო ორიენტირებული, ახლა კი რეგიონებში გაიშლებიან.

ნატალია ჯვარიძე
27.05.2026

„ოპოზიციური ალიანსის" მიერ 26 მაისს ჩატარებულ აქციას მმართველი გუნდდში შეაფასეს „სიგიჟე, რომელსაც გამოხმაურებები არ აქვს". კრიტიკული იყო ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებაც. თავად ალიანსის წარმომადგენელთა შეფასებით კი, ეს აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილი კოშმარი იყო.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვაპაპუაშვილის შეფასებით, ეს იყო „ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას".

ნატალია ჯვარიძე
26.05.2026

ოპოზიციის ალიანსის აქცია ხალხმრავალი გამოდგა, თუმცა, ძნელი სათქმელია, შეესაბამებოდა თუ არა ხალხის რაოდენობა ორგანიზატორთა მოლოდინს. იყო მცირე დაპირისპირებაც პოლიციასთან ხმის გამაძლიერებელ აპარატურასთან დაკავშირებით. ალიანსის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ეს შეკრება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი გახდება.

ქეთო გოგოხია
28.05.2026

ოქროს ფასმა გეზი გაიაფებისკენ აიღო. ბოლო პერიოდში მკვეთრად გაძვირებული ძვირფასი ლითონის ღირებულება მოულოდნელად შემცირდა, რასაც ანალიტიკოსები გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ვითარებას უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ ტენდენცია, სავარაუდოდ, ხანმოკლეა. მიუხედავად იმისა, რომ ფასი შემცირდა, საერთაშორისო ბირჟებზე სტაბილურობაა. ამ დროისთვისაც ოქრო  ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური აქტივია.

თამარ ვეფხვაძე
27.05.2026

თუ სომხეთი ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარს არ იტყვის, რუსეთი გაზის, ნავთობპროდუქტების და დაუმუშავებელი ალმასების შეღავათიან მიწოდებას შეუწყვეტს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების, ბოსტნეულისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი შეზღუდა, ეს ულტიმატუმი აშკარა შანტაჟია, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში. ვიდრე ფაშინიანი გადაწყვეტილებას მიიღებს, პუტინის მუქარა საქართველოზეც აისახება - სპეციალისტების განცხადებით, ამ ეკონომიკურ წნეხში ჩვენც მოვყვებით, რადგან რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების, ანუ ტრანზიტის გადასახადს ვეღარ მივიღებთ. 

ირმა ჩიტაია
26.05.2026

საქართველოში უცხოური ვალუტა კვლავ ჭარბი რაოდენობით შემოედინება. ამას ადასტურებს ოფიციალურტი მონაცემები. კერძოდ, აპრილში ეროვნულმა ბანკმა 333 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მსგავსი შესყიდვები მომავალშიც განხორციელდება, ხოლო რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, ,,თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, ის გამყარებას გააგრძელებს და წლის ბოლოსთვის დოლართან მიმართებით  დაახლოებით 2.65 იქნება. პროგნოზს სპეციალისტების ნაწილი დადებითად უყურებს.

თამარ ვეფხვაძე
26.05.2026

საქართველოს მოსახლეობის ყოველთვიური ხარჯების 39% სურსათზე მოდის. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური დონე საშუალოზე დაბალია. რაც უფრო მაღალია ეკონომიკური განვითარების დონე, მით ნაკლებია სურსათის წილი მოსახლეობის ყოველთვიურ ხარჯებში. მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის ყოველთვიურ ხარჯებში დიდი წილი დასვენებასა და ფუფუნების საგნებს უჭირავს.

ქეთო გოგოხია
25.05.2026

ჯარიმების მუდმივად გაზრდისკენ მიდრეკილება საშიში ხდება. პარკირებიდან დაწყებული, ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ჯარიმა გამკაცრებულია და ამას წარმოუდგენლად კამპანიური ფორმა აქვს. შესაბამისად, მკვეთრად მოიმატა ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხის მოცულობამ. ერთი ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა დასაქმებული ადამიანის შემოსავლის 10%-ს უტოლდება, რაც სპეციალისტების შეფასებით, მოსახლეობის შემოსავლის არაადეკვატურია.

რეზონანსი
20.05.2026

ფლეგ ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე არის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა. დღეს, როცა იგი უკვე ოფიციალურად გახდა 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ნაწილი, ფლეგ ფეხბურთის მთავარი ენთუზიასტის, თემურ რუბენიას მიზანია, სპორტის ეს სახეობა საქართველოში მასობრივი გახდეს.

მარიამ ვეკუა
27.05.2026

სომხეთში დაგეგმილ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მოსკოვსა და ერევანს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. რუსეთის საელჩომ სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად გააფრთხილა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას შეაჩერებს ან მის დენონსაციას მოახდენს, თუკი სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს განაგრძობს.

თამთა ჩაჩანიძე
26.05.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ერევანს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ეწვია. ერევნის აეროპორტშივე გაფორმდა თანამშრომლობის ორი დოკუმენტი და შდგა ერთობლივი პრესკონფერენცია. ანალიტიკოსთა უმრავლესობა ამ ვიზიტს 7 ივნისის არჩევნების წინ აშშ-ის მხრიდან პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი პარტიის მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს.

















Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×