რეზონანსი
03.09.2026

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველ ემიგრანტზე სექსუალურად იძალადეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში. ბრალდებული, 40 წლის მაროკოელი კაცი, დაკავებულია.

შემზარავი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძეც წერს და ემიგრანტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„საშინელებაა, რაც ნეაპოლში 28 წლის ქართველ გოგოს დაემართა 31 აგვისტოს.

გოგო შოკურ მდგომარეობაშია.

მოძალადე მაროკოელი ემიგრანტია, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ...

მომხდარი, მომხდარია...

ფრთხილად ხალხნო!

და გარეთ არ გაბედოთ გვიან გასვლა, არაა...

თან ნაპოლში???

არ მკითხოთ აქ არაფერი. ნაპოლის გვერდზე დევს ინფორმაცია...

დამეკარგა სიხალისე, ძალა წამართვა გაგებულმა“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×