მარიამ ვეკუა
04.09.2026

გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ოპოზიციის, მედიისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა გამოკითხვა მიმდინარეობს, რასაც მწვავე პოლიტიკური შეფასებები და უმრავლესობა-ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

ჯორბენაძის საქმე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი მორიგი წერილის შედეგად მოხვდა. ის კითხვას სვამდა ჯორბენაძის სუიციდთან დაკავშირებით. ამ საქმეზე პროკურატურის ზედამხედველობით შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე დას გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბევრის მოყოლა შეუძლია.

„კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი", მაგრამ არ გამოუვა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია" ვიდრე ირაკლი კობახიძე. თან მგონია, გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის თუ გაქცეულია ქვეყნიდან, ასევე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა და ყველას გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო, ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ციხის კადრებზე - მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება. თქვენს მინისტრს, თქვენს პრემიერ-მინისტრს, ასევე თქვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქვს ყველა ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა მათი სახელები ბურუსით მოცულ მკვლელობაზე, ასევე თქვენს მთავარ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ყოფილი დეპუტატი ენმ-დან, ხატია დეკანოიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას დაინტერესდა, აპირებენ თუ არა ამ საქმის ფარგლებში ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის გამოკითხვას.

„პირველ რიგში, ჩემი კითხვა იყო, აპირებენ თუ არა გამოკითხონ კობახიძე და მდინარაძე, ანუ იმ 2 გვარის ადამიანი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ფიგურირებს. ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან იმ წერილში არ იყო ხატია დეკანოიძე, სხვა ოპოზიციონერები დასახელებული, რომლის გამოკითხვასაც აპირებენ ან გამოკითხეს. რა საერთო მაქვს მე ან სხვა ადამიანებს იმ წერილთან, სადაც კობახიძისა და მდინარაძის გვარები ფიგურირებს? ეს იყო ჩემი მთავარი კითხვა. არაფერი მითხრეს, რა თქმა უნდა, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ, უბრალოდ, დავალება აქვთ, რომ საინფორმაციო „ქარიშხალი" შექმნან. პირველ რიგში, კითხვა იყო, ვიცნობდი თუ არა ამ ადამიანს. ყველაზე დიდი აბსურდი ის არის, რომ ამ ადამიანის სახელი და გვარი მე არსად მიხსენებია, არც ჩემს სოციალურ ქსელში, არც ფეისბუქ სტატუსში, არც საჯარო გამოსვლებში."

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდგომ თქვა, რომ „როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს ღარიბაშვილი, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში."

„მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ გამოკითხვის მონაწილე. რეალურად, საგამოძიებო ორგანოებმა დასაწყისშივე იცოდნენ, რომ არც მე, ისინი ვინც ახლა იკითხებიან ან გუშინ დაიკითხნენ, არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას იმ საკითხის ირგვლივ არ ფლობდნენ, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ეპიზოდზე, რის თაობაზეც ისმებოდა შეკითხვები. შესაბამისად, ჩემს ჩვენებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გამოქვეყნდება, „არ ვიცი, არ ვიცი" არ წერია. მინდა, რომ ეს პიარ ხრიკი დავუნგრიო „ქართული ოცნების" უნიჭო პიარ მენეჯერებს და ვთქვა, რომ ამ ჩვენებაში წერია ზუსტად ის, რაზეც მე უკვე ვისაუბრე."

ინაშვილი პრემიერის გამოკითხვასაც ითხოვს.

„მე ვითხოვ გამოძიებას და ამ ჩვენებაშიც ეს მაქვს ასახული, ირაკლი ღარიბაშვილის მეხუთე წერილის პირველ ეპიზოდზე, ანუ მდინარაძე-კობახიძემ შეუგზავნა მას თებერვალში გაზეთი „ასავალ-დასავალი". ვითხოვ დაიკითხოს ის ხალხი, ვინც შეუგზავნა ეს, დაიკითხოს მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე და არის სერიოზული კითხვა, რატომ იყო მათთვის ასეთი შემაშფოთებელი ინტერვიუ „ასავალ-დასავალში", სადაც ლაზარე ჯორბენაძე საუბრობდა გარეჯის საკითხზე? არავინ არ იცის, სინამდვილეში როგორ განვითარდება მოვლენები. მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს. მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში, იმიტომ რომ ჩვენ ვრეაგირებთ ეტაპობრივად. მე ვრეაგირებ იმ წერილებზე, სადაც ჩემი გვარია ნახსენები. წინასწარ მე, მაგალითად, არაფერი არ ვიცი და მივყვებით მოვლენებს", - განაცხადა ინაშვილმა.

პროკურორ მედეა ცირამუას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და თამაზ დათუნაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გამოძიებას ვერ მიაწოდეს ინფორმაცია უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. როგორც პროკურორმა მათი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოიძემ და დათუნაშვილმა განაცხადეს, რომ ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილს წერილიდან შეიტყვეს.

 

  • ირმა ინაშვილი: „მე პირადად, არ ვიცი კიდევ რას დაწერს ღარიბაშვილი, რა წერილს გამოაქვეყნებს. მე მოვუწოდებ მას, რომ როდესაც ასეთი წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში"

 

 

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მათ შორის, ოჯახის წევრების და მეუღლის გამოკითხვის შედეგად ნამდვილად არის დადასტურებული ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გარკვეულ პირთა წრე გამოკითხულიყვნენ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, გარკვეულ პირთა წრე გუშინ გამოიკითხა. პირები, რომლებმაც უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე, მოხდა მათი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა. ამ დროისთვის დაიკითხა ორი პირი, ხატია დეკანოიძე და თამაზ დათუნაშვილი. თითოეულმა მათგანმა როგორც სასამართლოს წინაშე დაკითხვისას განაცხადეს, ლაზარე ჯორბენაძის არსებობის შესახებ შეიტყვეს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვერცერთმა ხსენებულმა მოწმემ გამოძიებას ვერ მიაწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით",-განაცხადა მედეა ცირამუამ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა , რომ ირაკლი ღარიბაშვილს ცრუ დასმენის საქმეზე ბრალდება წარედგინოს, მედეა ცირამუამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღება. დაამატა, რომ თუკი საჭირო იქნება, გამოსაკითხ პირთა წრეც გაიზრდება.

„გამოძიება გრძელდება. თუკი ვინმეს გამოკითხვის საჭიროება იარსებებს, საგამოძიებო ორგანო გამოკითხავს მას და შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. გამოძიება გრძელდება და ყველა პირი, ვინც შემხებლობაში იქნება, გამოიკითხება", - განაცხადა პროკურორმა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გეგმაა, ღარიბაშვილმა საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რათა თუ შემდეგ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული.

„ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ხელი ყველამ ირაკლი ღარიბაშვილისკენ გაიშვირა, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტულ გეგმაში მოგროვდა. საუბარია სხვა თვითმკვლელობებზე, თურმე, ადვოკატი ხუთმა პოლიციელმა წიხლებით სცემა და მეორე დღეს ლოყა დაუზიანდა და ა.შ. საქართველოს მიმართ დამოკიდებულებების შექმნა ხდება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. ამ კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ და არაერთი ფაქტი ვიხილეთ. მიმდინარე პროცესს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანიც გამოეხმაურა.როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი - ერთში ჯდება".

„როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა. როცა სპეკულაცია დაიწყეს ადამიანის სუიციდით, თვითმკვლელობით, ეს სხვა დონეზე დაცემა იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. პროკურატურამ დაიბარა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც გამოესარჩლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, წერილის გამოქვეყნებას კიდევ დააპირებს, მეტი დეტალიზაცია და კონკრეტიკა იყოს იმ მომავალ წერილებში"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×