რეზონანსი
05.09.2026

თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ცხოველთა თავშესაფრის მოვლა და ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, დადებითი საქმეა, თუმცა ეს ადამიანს საზოგადოებრივი წესრიგისა და ელემენტარული ნორმების დარღვევის უფლებას არ აძლევს.

სადღობელაშვილის შეფასებით, კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს და ადამიანის საქმიანობა მის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს.

„თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს!

- ცხოველთა თავშესაფრის მოვლა და ქველმოქმედება რა თქმა უნდა დადებითი საქმეა, თუმცა ეს არავის აძლევს უფლებას, საზოგადოებრივი წესრიგი და ელემენტარული ნორმები ფეხქვეშ გათელოს. ემოციების მართვის უუნარობა, საჯარო სივრცეში აგრესია და უზრდელობა ადრე თუ გვიან კანონთან პრობლემებით სრულდება.

- კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს ადამიანი.“ - წერს სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×