
გამოკითხვები ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე დაწერლი პოსტების გამო - დიღმის მთავარ სამმართველოში გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარი და თანაპარტიელი, გიორგი ლილუაშვილი იკითხება. პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს“ წევრსაც არ სჯერა, რომ ასავალ-დასავალის რესპონდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ლილუაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის ალალი დეიდაშვილი და მასთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ვერსიაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მსგავსია.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ლაზარეს, ანუ ზურა ჯორბენაძეს თავი არ მოუკლია და ამის არაერთი მიზეზი არსებობდა. ჩვენ არაერთხელ შევხდით, ვისაუბრეთ, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მომავალ გეგმებზე და ადამიანი, რომელიც თვითმმკვლელობას აპირებს, ის მომავალ გეგმებზე არ საუბრობს. ზუსტად მისი ნათესავის, რიჟვაძის მსგავსი თვითმკვლელობის მსგავსი ფაქტია. რიჟვაძე ზურაბის ალალი დედიდაშვილია. ანუ, ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ თვითმვკვლელობების საკითხი“, - ამბობს გიორგი ლილუაშვილი.
საქმე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება. ყოფილმა პრემიერმა კითხვები დასვა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები რჩება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტზე, რომლებიც, მისი თქმით, „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მოხდა.
ღარიბაშვილის წერილისა და სხვა საჯარო განცხადებების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ შსს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი და საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები.