რეზონანსი
05.09.2026

ლაზარე-ზურა ჯორბენაძის მეგობარს და თანაპარტიელს პროკურატურის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა - როგორც დიღმის სამმართველოდან გამოსული გიორგი ლილუაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, ჯორბენაძეს კისერზე არანაირი ნაჭდევის კვალი არ აღენიშნებოდა.

ლილუაშვილი მომხდარში დინარაძე-კობახიძის მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ კითხვები საპატრიარქოსთანაც აქვს. 

მისი ინფორმაციით, სწორედ საპატრიარქოდან გამოიტანა ჯორბენაძემ ისეთი მასალები, რომელსაც თავად გარდაცვლილი საფრთხისშემცელად მოიხსენიებდა. ლილუაშვილი საუბრობს პატრიარქის სამედიცინო დოკუმენტაციაზეც. 

ამის მერე სამ დღეში კაცი მოკლეს" - ამბობს ჯორბენაძის თანაპარტიელი. 

ეს მასალები არსებობს და ზურაბმა განმიცხადა მე, რომ ეს მასალები თუ მოხდა და გავაშუქეთო, ვიღაც ჟურნალისტს ეძებდა, არვიცი ვისზე იყო საუბარი, მე არ დამიტოვა, იმიტომ, რომ საფრთხისშემცველი არის ეს მასალებიო და შენ პრობლემები შეგექმნებაო. ეს იყო ერთ ტერაბაიტიანი ინფორმაციის შემცველი. 

ჯერ ერთი ზურა ჯორბენაძე სასულიერო პირი რომ არის, ასეთი რამე მოხდება და საპატრიარქო ამაზე განცხადებას არ გააკეთებს და რეაგირებას, მე კითვები მიჩნდება უკვე საპატრიარქოს მიმართაც, რადგან მარტო კობახიძეზე და მდინარაძეზე ვერ დავიწყებთ საუბარს, რადგან ზურა ჯორბენაძის საქმიანობა ფართო სპექტრით იყო შემოსაზღვრული. ის იძიებდა მიწების საკითხის, გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხს. ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის არავის უჩვენებია, მაგრამ დარწმუნებული ეს ექსპერტიზა შესაბამისად არ ყოფილა ჩატარებული და უნდა ჩაატარონ. გასვენებაში და პანაშვიდზე ვიმყოფებოდი. როდესაც ადამიანი თავს იხრჩობს, კისერზე კვალი რჩება, ახლოს ვიყავი მისული, მიზანმიმართულად დავაკვირდი და ვერ შევამჩნიე ეს კვალი. 

მე ახლა დამკითხეს და მაშინ უცბად ვინც დაკითეს, მათ განაცხადეს, რომ თავი მოიკლაო და ვინც შემხებლობაში ვართ, აგერ ვართ. მეუღლე ერთია დაკითხული, მეორე არ არის დაკითხული. მაგის გარდა კიდევ არაერთი მეგობარი ჰყავდა ზურა ჯორბენაძეს და მაშინ დაკითხონ სულყველა.

ლაზარე-ზურა ჯორბენაძე იყო სასულიერო პირი და თქვენ არ სვამთ კითხვებს საპატრიარქოსთან, თუ რას ფიქრობს თავად საპატრიარქო. როგორ  არ მაქვს საპატრიარქოსთან კითხვები - ბოლოს ზურა ჯორბენაძე რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წამოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი ", - ამბობს გიორგი ლილუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×