რეზონანსი
06.09.2026

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს, ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ უც­ნო­ბი პირი მისი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს. საქ­მე­ზე პო­ლი­ცია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნინი შერ­მა­დი­ნის ცნო­ბით­ვე, ნომ­რის მი­ხედ­ვით დად­გინ­და უც­ნო­ბი პი­რის სა­ხე­ლი, გვა­რი და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

"ვი­ღაც ადა­მი­ა­ნი, ვინ­მე და­ვით ბე­დუ­კა­ძე, რო­მე­ლიც ვა­შინგტო­ნის შტატ­ში ცხოვ­რობს, რე­კავს ჩემს ნაც­ნო­ბებ­თან, ჩემს ნო­მერს ითხოვს. მან ჩემს კო­ლე­გებს უთხრა, რომ ნინი შერ­მა­დი­ნის მკვლე­ლო­ბა იგეგ­მე­ბა. პო­ლი­ცია საქ­მის კურ­სშია და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, იმე­დი მაქვს, მალე და­ა­კა­ვე­ბენ. მან პო­ლი­ცი­ას უთხრა, რომ იხუმ­რა.

ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით შენს ხუმ­რო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მგო­ნია, რომ ცუ­დად და­ამ­თავ­რებ. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუ ქარ­თვე­ლი ასე ბო­რო­ტად ხუმ­რობს. შენს თავს და­აბ­რა­ლე, რაც და­გე­მარ­თე­ბა. ბო­დი­ში, რომ ასეთ შარ­ში გა­ეხ­ვიე. ხუმ­რო­ბა არ არის, როცა ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფით ემუქ­რე­ბი", - ამ­ბობს ნინი შერ­მა­დი­ნი გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×