რეზონანსი
06.09.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, შეხვედრის წინ უკრაინის მომლაპარაკებლების გუნდს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი და უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი დავით არახამია.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ მოლაპარაკებებისთვის თავისი წინადადებები მოამზადა.

„მზად ვართ სასაუბროდ. უკრაინა ყოველთვის იყო და იქნება კონსტრუქციული. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ომის სწრაფად დასრულებით. საჭიროა მშვიდობა. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები. საჭიროა ღირსეული ომისშემდგომი მსოფლიო. ჩვენი წინადადებები მზადაა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×