
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნინა გვარამია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ნინო წილოსანს ღიად ემუქრება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვიცე-სპიკერს „ბევრი რამის მოყოლა" მოუწევს. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მუქარის შემცველი განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, თავად ოპოზიციას აზიანებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელთა შეფასებით, ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელია, რომ ახლანდელი ოპოზიცია, ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში, კვავაც ძალადობრივი გზებით ეცდება თავის პოლიტიკურ ოპონენტთა განეიტრალებას. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გვარამია და წილოსანი ძველი მეგობრები არიან და მათი დაპირისპირება, შესაძლოა, პირადი კონფლიქტი უფრო იყოს.
ნიკა გვარამია გადაჭრით ამბობს, რომ ნინო წილოსანს ბევრი რამ აქვს მოსაყოლი.
„ნინო წილოსანს მივმართავ. ნინო, ძვირფასო, უკვე არცთუ ისე ძვირფასო, გულწრფელად მინდა გითხრა, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, რომ ყველაფერი მოყვე რაც იცი, მეტი არ დაგჭირდება. დაჯდები და მოჰყვები უსასრულოდ, მამუკა მდინარაძით რომ დაიწყებ, ბოლომდე გახვალ, ამას გპირდები. მე დავჯდები და მოგისმენ თავიდან ბოლომდე, რაც გექნება მოსაყოლი. ძალიან ბევრი გვაქვს მოსაყოლი, ეს ზუსტად ვიცი, ყურმოკვრით და მოჩვენებით არა, ზუსტად ვიცი. ასე რომ, დაოკდი, დამიჯერე, ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან კარგად ვიცნობთ. დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს", - აცხადებს ნიკა გვარამია.
მოგვიანებით წილოსანმა თავადვე გააზიარა გვარამიას ეს განცხადება „ფეისბუქზე" და ასეთი კომენტარიც დაურთო:
„ეს ნიკა გვარამიას მუქარა ჩემს მიმართ იდოს მაინც აქ, არქივისთვის".
შეფასებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, წინა ხელისუფლებას ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებია და ეს ცოდვა მთელი პოლიტიკური ცხოვრება მიჰყვებათ.
„პარლამენტის შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, რომელიც ნიკა გვარამიას და მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლიდათორნიკე ფაღავა: „ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ქართულ საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.". ვინც ამას თვალყურს ადევნებდა, მათთვის ნათელი იყო, თუ რა მეთოდებით, სისასტიკით და უნდობლობით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მოქალაქეებს, ბიზნესს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში მუშაობდი და მოღვაწეობდი, თუ მათი ინტერესების გამტარი არ იყავი, შენზე მათი რეპრესიული აპარატი მოქმედებდა.
„რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი არ მოუნანიებიათ, ერთხელაც არ უთქვამთ, რომ ეს იყო ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ეს მოუნანიებელი ცოდვა მთელი თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ.
„ყოველთვის, როდესაც ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შედიან, რომელიც მათგან განსხვავებულია, სწორედ ამ რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით საუბრობენ. ქართველ ხალხს, დიდი ხანია, მათი მუქარისა და მათი რეპრესიების აღარ ეშინია. რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის. „დაოკდი" უთხრას, თავის ოჯახში თუ ვინმე ჰყავს დასაოკებელი და გარეთ ქალებზე ნუ ლაპარაკობს ასეთი ტერმინებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
- თორნიკე ფაღავა: „ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ქართულ საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ."
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ დღემდე ვერ გაიაზრეს, თუ რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან.
„ასეთი გამოთქმა არსებობს - ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ახალი ისწავლეს. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და ნიკა გვარამიამ ვერ გაიაზრეს, თუ რატომ გაუშვა ქართულმა საზოგადოებამ ისინი ხელისუფლებიდან. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ადამიანები ძალადობენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში და ეს ადამიანები ქართულ საზოგადოებას ძალადობას ჰპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებაში მოვლენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამია ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარასოდეს ვეღარ გახდება გენერალური პროკურორი, იმდენად, რამდენადაც ქართულმა საზოგადოებამ ისინი პოლიტიკურ მოუსავლეთში უკვე გაუშვა. ისინი ძალაუფლებას ხელში ვეღარასოდეს აიღებენ, რადგან დადასტურებული მოძალადეები არიან, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში", - განაცხადა ფაღავამ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ეს არ არის მუქარა, ნიკა გვარამია და ნინო წილოსანი ძალიან დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯები არის ამის უკან.
„ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ნინო წილოსანი ძალიან დიდი ხნის და ძველი მეგობრები არიან, მათ ჰკითხეთ, ისინი უფრო კარგად გაერკვევიან, რა მესიჯებია ამის უკან.
„ეს არ არის მუქარა. ჩემთვის ნინო წილოსანი აბსოლუტურად ნულოვანი პოლიტიკოსია, რომელიც ყველაფერს კადრულობს და რომლის პირიდანაც აბსოლუტურად ყველანაირი ბრალდება და სიბინძურე ამოდის ხოლმე ყველას მიმართულებით, სხვათა შორის.
- ნიკა გვარამია: „შეიძლება გვარამიას მუქარამ ნაწილობრივ ოპოზიციაც დააზიანოს, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული მერე ვიღაცები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ და მოთხოვონ პასუხი."
„გვარამია-წილოსანის კონფლიქტი მათი საქმეა. ისიც ხომ მნიშვნელოვანია, რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა სრულ იდიოტიზმს, რომელითაც ისედაც განებივრებული ვყავრთ ქალბატონ წილოსანს - თურმე ახლა ნიკა გვარამია ალაპარაკებს „ქართული ოცნების" ყველაზე შავრაზმელ ორგზის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ რაღაც საზღვრები ნინო წილოსანისნაირი ხალხისთვისაც არსებობს", - განაცხადა „ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.
აზიანებს თუ არა ეს მუქარა ოპოზიციას
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ გვარამიას ასეთი მუქარის შემცველი განცხადება თავად ოპოზიციას აზიანებს, ხელისუფლებას კი ვერაფერს დააკლებენ.
„ოპოზიციას აზიანებს და თან როგორ აზიანებს... ეს თავად ოპოზიციასაც ვერ წარმოუდგენია. ახლა ეს არის, როგორ გითხრათ, ბრძოლის შემდეგ მუშტებს რომ იქნევენ. ნიკა გვარამია, მისნაირები, მისი პარტია - შეიძლება ითქვას, საერთოდ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უკვე ისტორიის კანალიზაციაში ჩარიცხული ძალაა. მით კიდევ უნდათ, რომ თავი შეახსენონ საზოგადოებას, თუმცა აქედან არაფერი გამოვა", - თქვა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ უმჯობესია, ასეთი მუქარის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კონკრეტული მტკიცებულება წარმოადგინონ.
„ახლა მტკიცდება, რომ ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი რაღაც გარკვეულ კორუფციულ გარიგებებშია ჩართული. თუ ხელისუფლება შეიცვალა, მაშინ მოხდება უკვე დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ რეალური მხილება უფრო მეტი ადამიანის, ვინც რაღაც კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული.
„ქალბატონ წილოსანს რაც შეეხება, ცნობილია, რომ მამამისთან დაკავშირებით საუბარი იყო რაღაც 35 მილიონი ლარის მითვისებაზე და ასე შემდეგ. არსებობს, ხომ რაღაც საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოჭერილი ჰყავთ. ალბათ, ამას უკავშირდება გვარამიას განცხადება.
„შეიძლება გვარამიას მუქარამ ნაწილობრივ ოპოზიციაც დააზიანოს, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული მერე ვიღაცები პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ და მოთხოვონ პასუხი.
„ალბათ უმჯობესი იქნება მუქარის ნაცვლად რაღაც კონკრეტული დოკუმენტები იყოს წარმოდგენილი, რომელთა მიხედვითაც დამტკიცდება, რომ ესა თუ ის ადამიანი კორუფციულ გარიგებებში არის ჩართული. მით უმეტეს, როდესაც არსებობს გარკვეული საფუძვლიანი ეჭვი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".