რეზონანსი
06.09.2026

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ლაზარე ჯორბენაძის მიერ დავით გარეჯის თემაზე გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მის მიერ მოსმენილ აუდიოჩანაწერში არაერთი ურთიერთგამომრიცხავი დეტალია.

მისი თქმით, ჟურნალისტის კითხვაზე, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ნანახი საიდუმლო ხელშეკრულება, რომელზეც, მისი მტკიცებით, ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის ხელმოწერები იყო, ჯორბენაძემ დადებითი პასუხი გასცა. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ მსგავსი განცხადებების ნაწილი საზოგადოებაში სერიოზულად აღიქმება.

"ვუსმინე ლაზარე ზურა ჯორბენაძის აუდიო ჩანაწერს გარეჯის თემაზე,მსგავსი ბოდვა არსად მომისმენია, ჟურნალისტი ეკითხება ნამდვილად ნახეთ ის საიდუმლო ხელშეკრულება სადაც ირაკლი კობახიძის და ალიევის  ხელმოწერაოო? კიოო. აბაოო, მე მიმიწვდება ხელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტებზეოო. მერე ვერ გადმოქაჩეოო, ვერაოო იბლოკებაოო,სად ინახება ეგ საიდუმლო. დოკუმენტებიო, არაოო ეგ საიდუმლოა ვერ გეტყვიოო და მანდ ავყირავდი; პრემიერის ხელმოწერილი დოკუმენტები სად უნდა იყოს თუ არა კანცელარიაში, ცალკე გვირაბია გათხრილო, ოქროს გასაღები ადევს და  დევი იცავს ცხრაკლიტულს, მერე ამის ბოდვას რომ, ხალხი იჯერებს, იმათ მართლა ჭირდებათ ფორმა 100. ღმერთო შენ გვიშველეე“ - წერს ჯღარკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×