რეზონანსი
06.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის აეროპორტში დასახვედრად მოემზადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„სამწუხაროდ, რუსებმა თავიანთი დარტყმებით აჩვენეს, რომ მათ (უიტკოფსა და კუშნერს) არ შეუძლიათ თვითმფრინავით დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მომზადებული გვაქვს და ჩვენი აეროპორტები მუშაობს", - განაცხადა ზელენსკიმ, ვიდრე კუშნერი და უიტკოფი სოფიას მოედანზე ავტოკოლონით მივიდნენ.

შეგახსენებთ, ამერიკელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში დღეს მატარებლით ჩავიდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×