რეზონანსი
06.09.2026

ფორუმი არის შესაძლებლობა იმისა, რომ როგორც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმსჯელონ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სექტორში ხდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი.

„ამ მიმართულებით საქართველოს ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს ხედვა, თუ როგორ ფიქრობს განავითაროს სატრანსპორტო სექტორი, ჩვენი როლი როგორ უნდა გავიმყაროთ შუა დერეფნის კონტექსტში და ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის", - აღნიშნა იოსელიანმა.

7 და 8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც პრემიერის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, ათობით ქვეყნიდან 300-ზე მეტ დელეგატს გააერთიანებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×