რეზონანსი
06.09.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთი „ნამდვილი ომის დაწყების" შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება.

სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობის ბრალდება, რომ ლაიფციგის აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობის უკან კრემლი დგას, „დიდწილად, ნამდვილი ომის დაწყებაა".

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან დაკავშირებით კი ლავროვმა აღნიშნა, რომ ის ომს უცხადებს.

„მერცის ყველა ეს განცხადება გერმანიის ევროპაში წამყვან სამხედრო ძალად ხელახლა გადაქცევის შესახებ - პრაქტიკაში ხორციელდება. ის, ფაქტობრივად, ომს გვიცხადებს", - აღნიშნა ლავროვმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×