რეზონანსი
07.09.2026

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მა­სა­ჩუ­სეტ­სის შტა­ტის ფე­დე­რა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, 33 წლის ერეკ­ლე გუ­გა­ვას. საქ­მე ეხე­ბა აშშ-ის ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ უმ­სხვი­ლეს თაღ­ლი­თურ სქე­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ბრალ­დე­ბუ­ლი ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ამე­რი­კე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს მას­შტა­ბუ­რი ქსე­ლი, რომ­ლებ­მაც თაღ­ლი­თუ­რად მი­ით­ვი­სეს 1.3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ კრი­მი­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მოქ­მე­დებ­და.

33 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, ერეკ­ლე გუ­გა­ვას, ბრა­ლად ედე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მან და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა მა­შინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­დე­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო სქე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2025 წლის ივ­ლის­ში, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა და მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გუ­გა­ვა იყო ფუ­ლის გამ­თეთ­რე­ბე­ლი უცხო­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია ბა­ზი­რე­ბუ­ლი იყო რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში და მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მა Medicare-ისა და სხვა კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ძარ­ცვას.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მა­სა­ლე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გუ­გა­ვა პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში ფლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კომ­პა­ნი­ას “ND Medical Solutions LLC“ (ND Medical) სულ რა­ღაც ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - 2025 წლის თე­ბერ­ვლი­დან ივ­ლი­სამ­დე. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ამ სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მა Medicare-სა და სხვა­დას­ხვა კერ­ძო სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს 1.3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ყალ­ბი მო­თხოვ­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი იყო, რე­ა­ლუ­რად სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­მა “ND Medical Solutions“-ს მხო­ლოდ 6.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. გა­მო­ძი­ე­ბა ქარ­თველ ბრალ­დე­ბულს სწო­რედ ამ თან­ხის გა­თეთ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ერეკ­ლე გუ­გა­ვას საქ­მე მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ გი­გან­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი­სა, რო­მელ­საც აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი უწყე­ბე­ბი ებ­რძვი­ან. გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ბა­ზი­რე­ბულ­მა კრი­მი­ნა­ლურ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ათე­უ­ლო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნია და­ა­არ­სა და ნო­მი­ნა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში 10.6 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მო­ი­თხო­ვა სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მი­დან.

ამ­ჟა­მად ერეკ­ლე გუ­გა­ვას ბრა­ლად ედე­ბა ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მიზ­ნით შეთ­ქმუ­ლე­ბა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას ფე­დე­რა­ლურ ცი­ხე­ში 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×