რეზონანსი
07.09.2026

პოლონეთში მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გაიხარონ გერმანიაში AfD-ის („ალტერნატივა გერმანიისთვის“) ტრიუმფით, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - გამარჯვებას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას ევროპისთვის „ძალიან შემაშფოთებელი“ სიგნალი უწოდა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ არჩევნების შედეგებს „საშინელი ამბავი“ უწოდა.

„საშინელი ახალი ამბავი, რადგან ის ეხება პოლიტიკურ ძალას, რომელიც ლიბერალურ და დასავლურ ღირებულებებს“, - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.

საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჯამინ ჰადადმა, გამარჯვება შეაფასა, როგორც “სერიოზული მომენტი ევროპაში“ და განაცხადა, რომ „ნაციონალიზმი და ქსენოფობია არასდროს იქნება გამოსავალი“.

მისი განცხადებით, პოლიტიკოსებმა „თავმდაბლობით უნდა მოუსმინონ“ საზოგადოებაში არსებულ გაბრაზებას, შიშსა და წუხილს და ამ პრობლემებს სათანადო პასუხი გასცენ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, როლან ლესკურის თქმით, ევროპა კონტინენტზე „პოპულისტური ტალღის ფონზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×