
თბილისის მერის, კახა კალაძის დედა, მედეა შენგელია გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ნინო ჯღარკავა და ბერდია კალანდია ავრცელებენ.
"როგორ მეწყინა, კახას დედა გარდაეცვალა. როგორ იტანჯა, რამხელა ტკივილს ატარებდა ეს კეთილშობილი ქალბატონი. კახა გულწრფელად ვიზიარებ შენს ტკივილს. უფალმა გაგაძლიეროს, ნათელში იყოს შენი საყვარელი დედის სული. დედა არსად არ მიდის, მუდამ შენთან იქნება!" - წერს ნინო ჯღარკავა.
ბერდია კალანდიას ცნობით, მედეა შენგელია თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.
"წუხელ, თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში თბილისის მერის, კახა კალაძის დედა გარდაიცვალა ვუსამძიმრებთ კახი კალაძესა და მის ოჯახს დედის გარდაცვალებას" - წერს ბერდია კალანდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე