რეზონანსი
08.09.2026

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიელებს არ სურთ, ამერიკელები გახდნენ.

„გრენლანდიის მთავრობასა და გრენლანდიელ ხალხს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ ამერიკელობა არ სურთ“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.

მისივე თქმით, ამ გზავნილის გამეორება დღესაც შეიძლება.

„იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით არავის ეპარება ეჭვი - არც შეერთებულ შტატებში და არც დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ გრენლანდიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. და, რა თქმა უნდა, გრენლანდია არ იყიდება“, - განაცხადა დანიის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, ისლანდიის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ ,რაც დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ქვეშაა მოქცეული. ტრამპს არ განუმარტავს, რატომ გამოაქვეყნა ეს რუკა. ამასთან, 7 სექტემბერს გრენლანდიამ, დანიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრენლანდიაში დამატებით 200 მილიონ ევროს დააბანდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×