რეზონანსი
08.09.2026

დღეს, დე­მეტ­რე კას­რა­ძი­სა და ირაკ­ლი სუ­ლა­ბე­რი­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია. ამის შე­სა­ხებ მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. მისი ცნო­ბით, ის სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მის სა­ხით არის და­ბა­რე­ბუ­ლი.

"დე­მეტ­რე კას­რა­ძე ხომ გახ­სოვთ? - ჰო, აი ის, გი­გას სიკ­ვდილს აჟი­ტი­რე­ბუ­ლი რომ ელო­დე­ბო­და! (ისევ დავ­დებ მისი მე­სი­ჯის "სქ­რინს", რო­მე­ლიც გა­ბაშ­ვილს გა­უგ­ზავ­ნა).

ირაკ­ლი სუ­ლა­ბე­რი­ძეც ხომ იცით? - დიღ­მის ჩხუ­ბე­ბის კად­რე­ბი რომ გა­ავ­რცე­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, იქ ჩანს - წი­თელ­მა­ი­სუ­რი­ა­ნი მხე­ცი. ამოწ­მებს, მსხვერ­პლი გა­ი­თი­შა უკვე თუ კი­დევ უნდა გა­აგ­რძე­ლონ წიხ­ლე­ბით ძა­ლა­დო­ბა.

ჰოდა, მა­გა­თი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია დღეს, 13:00 სთ-ზე. მოწ­მის სა­ხით ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა მო­ძა­ლა­დემ უნდა მო­ის­მი­ნოს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­ფილტროს მათ­გან, ვის­თვი­საც ეს ნორ­მაა!

სხვა თუ ვერა, დიდი დი­ღო­მი მა­ინც იხ­სნა გიგა ავა­ლი­ან­მა. "მო­გიკ­ვდეს დედა"-თქო - ამა­საც ვერ ვამ­ბობ, არ მცა­ლია სიკ­ვდი­ლის­თვის, შვი­ლის მკვლე­ლებს და მათ ოჯა­ხებს ვჭირ­დე­ბი ჯერ!" - წერს ეკა კუ­პა­ტა­ძე.

ცნო­ბის­თვის, 7 აგ­ვის­ტოს, გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ორ არას­რულ­წლო­ვანს, ნია იმ­ნა­ძე­სა და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 7 პირი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი, დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი, გი­ორ­გი მა­ლა­ნია, ნია იმ­ნა­ძე და ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლი. მათ­გან ოთხი - ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი რი­კა­ძე, ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლი და დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×