რეზონანსი
08.09.2026

დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას.

„ეს რა თქმა უნდა, უპირველესად ხმარდება ჯანდაცვის საჭიროებებს, რომლებიც აქვს მოსახლეობას. ეს არის მორიგი არა უბრალოდ, აღიარება, არამედ დასტური იმისა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება სახელმწიფო და ბუნებრივია, რომ ამავე მიმართულებით უნდა გაგრძელდეს პროცესები, ვინაინდან გეზი, რომელიც არჩეული აქვს სახელმწიფოს, არის ერთმნიშვნელოვნად მართებული", - განაცხადა მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×