რეზონანსი
09.09.2026

ჩინეთის საქართველოში უმსხვილეს ინვესტორად ქცევას ოპოზიციაში ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდის საფრთხეს უკავშირებენ. „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მცირე ქვეყნისთვის ინვესტიციების დივერსიფიკაცია აუცილებელია, რადგან ჩინურ კაპიტალს შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლა და ვალდებულებები მოჰყვეს. 

"ჩინური ინვესტიცია არის კარგი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, ინვესტიციებში დივერსიფიკაცია. განსაკუთრებით ისეთ ინვესტიციებში, რომელსაც მოჰყვება პოლიტიკური წნეხი და პოლიტიკური ვალდებულება. ჩინური ინვესტიციები მსოფლიოსი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური ფასის მქონე ინვესტიცია, რომელსაც მოყვება პოლიტიკური ზეწოლა, რომელსაც მოყვება პოლიტიკური მოთხოვნები და რეალური სუვერენიტეტის შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა არის დამოკიდებული ან ჩინურ, ან რუსულ, ან მსგავს ეკონომიკებზე. ამიტომ ჩინურ ეკონომიკაზე დამოკიდებულების ზრდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არის საქართველოს სუვერენიტეტის შევიწროება ყოველ მხრივ", - განაცხადა კუპრაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×