რეზონანსი
09.09.2026

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2.7%-ით შემცირდა. ჯამურად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის ანგარიშში, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს 2 734.5 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 2 810.5 ათასს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.

ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 2 273.0 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 0.1 პროცენტით მეტია.

2026 წლის იანვარ-ივნისში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 931.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.0 პროცენტით - 39.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე.

„იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში შეიქმნა, ტურიზმიდან შემცირება წელს მოსალოდნელი იყო, თუმცა მოლოდინებთან შედარებით უფრო ნაკლებად არის შემცირებული. ჯამურად ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2%-ით არის შემცირებული. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, ეს აღდგება და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს შესაბამისი ქვეყნებიდან ტურიზმის მაჩვენებელი მზარდი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×