რეზონანსი
09.09.2026

უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას ამის შესახებ Telegram-არხები და რეგიონის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ნოვო-ურენგოის კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის მომზადების ქარხანა გახდა.

„საწარმო რეგიონის გაზის კონდენსატის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 19.5 მილიონ ტონა ნედლეულს შეადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი არტიუხოვმა თავდასხმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, მოქმედი პროტოკოლის შესაბამისად, განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი ჩამოაგდო, ხოლო ობიექტს მხოლოდ ნამსხვრევები დაეცა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრიდან ნოვი-ურენგოიმდე მანძილი დაახლოებით 3 000 კილომეტრს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×