
პირველად მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ 1 ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადასცდა. Brent-ის ტიპის ნავთობი 9 სექტემბერს 3%-ით გაძვირდა და 100,72 დოლარი გახდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 95,25 აშშ დოლარი გახდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აშშ-სა და ევროპაში ბენზინი და დიზელის საწვავიც გაძვირდა. გერმანიაში 1 ლიტრი Super E10-ის ბენზინის ფასი 2,259 ევრო გახდა, ანუ წინა კვირასთან შედარებით ის 7,6 ევროცენტით გაძვირდა, დიზელის საწვავი 9 ევროცენტით გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 2,321 ევრო გახდა.
2026 წლის დასაწყისიდან Brent-ის ტიპის ნავთობი თითქმის 60%-ით გაძვირდა. ასევე თითქმის ყოველდღე ძვირდება გათხევადებული ბუნებრივი აირიც.
წინა დღეს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰორმუზის სრუტეში, ჰარკის კუნძულის მახლობლად 5 ირანული ტანკერი გაანადგურა. მანამდე კი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ-ის სამხედრო გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლა, მაგრამ გემმა მათი აცილება მოახერხა.