რეზონანსი
09.09.2026

„ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, რომ ნიკა გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში. მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამოა გაღიზიანება , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნოდარ ჩაჩანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ რა დარტყმაც წამოვიდა „კოალიცია ცვლილებებზე“ დაგეგმილია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

„გულწრფელად გამიხარდება, თუ იაგო ხვიჩიას არ დაემთხვევიან ნარატივში სხვა ოპოზიციური პარტიები. მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ გამოცდილი ლიდერები, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუ არ ილაპარაკებენ იმას, რაც იაგო ხვიჩიამ დაიწყო და სანდრო რაქვიაშვილმა გაამჟღავნა, რაც და როგორც დაიგეგმა. ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ესენი ბიძინასთან არკვევდნენ ამბებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მასთან არის დაგეგმილი რა დარტყმაც წამოვიდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავად ცდილობდა, რომ ნიკა გილაური როგორმე ჩაერთო პოლიტიკური პროცესში. მათ არ გამოუვიდათ, ჩვენ გამოგვივიდა და ამის გამოა არის გაღიზიანება, აყვნენ დაგეგმილ ამბავს, რომელსაც ბიძინას, სუს-ის და იაგოს [ხვიჩია] ხელი ეტყობა.

იმედია სააკაშვილი მსგავს თამაშს არ თამაშობს მესმის, რომ განაწყენებული არიან იმაზე,რომ ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა. მესმის, რომ ბევრს არ სიამოვნებს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კოალიცია, რომელიც დღემდე ერთიანად ვართ. მესმის, რომ ვიღაც თვლის, ჩვენ დავაზიანეთ „ნაციონალური მოძრაობა“, მესმის ეს ლოგიკა. ჩვენმა კოალიციამ ოპოზიციას შეუნარჩუნა ძალიან ბევრი ამომრჩეველი. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, ძალიან დიდი რაოდენობა სხვაგან მიდიოდა, ბევრი, ვინც ხუთიანი შემოხაზა, მზად იყო, რომ ორმოცდაერთი შემოეხაზა. რეგიონებში ოპოზიციური ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაკადი შევუნარჩუნეთ ოპოზიციას. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ შევძელით ფინანსური რესურსების მობილიზება და დღემდე სწორედ ამას ვერ გვბატონობენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციაში“, - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×