რეზონანსი
09.09.2026

“აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სომ­ხე­თი სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცი­ა­ზე შე­თან­ხმდნენ“, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სომ­ხეთ­მა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ზე - ჩრდი­ლო­ეთ წერ­ტი­ლი­დან სამ­ხრე­თამ­დე და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი იმ წერ­ტი­ლი­დან და­ი­წყე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სომ­ხე­თის სა­ზღვრე­ბი იკ­ვე­თე­ბა.

მისი თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ორი ქვეყ­ნის კო­მი­სი­ებ­მა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს და აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთ­ში რიგი დო­კუ­მენ­ტე­ბი იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც კო­მი­სი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას არე­გუ­ლი­რე­ბენ.

“შე­თან­ხმე­ბაა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც უნდა გა­ი­მარ­თოს ჩვე­ნი სა­ერ­თო სა­ზღვრის დე­ლი­მი­ტა­ცია. არის შე­თან­ხმე­ბა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რომ სა­მუ­შაო უნდა ჩა­ტარ­დეს და წა­რი­მარ­თოს ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ, უფრო რთუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ სა­ზღვრი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კვე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ” - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­რა­მოვ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×