რეზონანსი
10.09.2026

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა?, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

„ვხედავთ, რამდენად სჯერა საზოგადოებას მათი. შეცდომა დააშვებინეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს 2024 წლის არჩევნებზე, როცა მთელი ეს ბოროტების მანქანა ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. ევროკავშირის ელჩიდან დაწყებული, ევროკავშირის ყველა დიდი ქვეყნის ელჩები, ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსები ჩართული იყვნენ ცრუ აღქმების გაღვივებაში, პირდაპირ წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. არ დავივიწყოთ აშშ-ის წინა ადმინისტრაცია და მათ მიერ ჩაყრილი ფუნდამენტიც. ამ ყველაფერთან ერთად მაინც 60 მანდატი მოიპოვეს, მაინც ვერ დააჯერეს საზოგადოება და შემდეგ დავალებით ეს მანდატებიც დაატოვებინეს“, - განაცხადა კირცხალიამ.

კითხვაზე - დღეს რას წარმოადგენს ოპოზიცია? - კირცხალიამ ასე უპასუხა: "ვხედავთ აგენტები ერთმანეთს დაერივნენ ჩვენი საკანონმდებლო ბაზიდან გამომდინარე, შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად. მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ. არ არსებობს სხვადასხვა პარტია. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×