რეზონანსი
10.09.2026

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და სომხეთის შს მინისტრი არპინე სარგსიანიც:

"მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიილეს და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით ერთობლივ ძალისხმევას.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სომხურ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით" - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×