რეზონანსი
10.09.2026

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი დაღუპული უჯალ ბაირამოვია. ის სოფელ დარბაზის მკვიდრი იყო.

ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის, 27 წლის უჯალ ბაირამოვის შესახებ აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს.

სამირა ბაირამოვას ცნობით, წყვილი ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად იყო წასული.

07.09.2025 — ქორწილის დღე

07.09.2026 — გარდაცვალების დღე

ქორწინების ერთი წლისთავის აღსანიშნავად წასული ახალგაზრდა წყვილისთვის ეს დღე ტრაგედიით დასრულდა. აზერბაიჯანში, შაქის რაიონის სოფელ ბაშ-კელდეკში მდებარე დასასვენებელ ზონაში საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას საქართველოს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის მკვიდრი ახალგაზრდა ემსხვერპლა“, - წერს ბაირამვა.

წყარო: primetime.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×