რეზონანსი
10.09.2026

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ რუსეთში ომის მხარდამჭერ რვა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა.

„დარტყმები განხორციელდა იამალ-ნენთა რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დაღესტანის საზღვაო პორტზე. ასევე, იერიშები განხორციელდა მოსკოვის, ვორონეჟის, ასტრახანისა და ბრიანსკის ოლქებში მდებარე ობიექტებზე“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა.

„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველდღიურ ტერორს აგრძელებს და ყოველდღიურად შესაბამის პასუხს იღებს“, - აცხადებს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×