
შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონით იერიშის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.
უწყების ცნობით, დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეები უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მგზავრობისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია, ასევე, მსგავს ზონებში მუშაობისგან და ისეთ გემებზე მუშაობისგან, რომლებიც მსგავს მარშრუტებზე გადაადგილებისგან“, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.