რეზონანსი
10.09.2026

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, მისთვის ლაზარე ჯორბენაძეს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია შესაბამისად ისიც გამოკითხვაზე ხელცარიელი მივიდა.

„ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

მტკიცებულებას, როგორ წარადგენდა როცა მე თვალით არ მინახავს არაფერი",- განაცხადა დიტო ჩუბინიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×