რეზონანსი
10.09.2026

 თბი­ლის­ში გამ­თე­ნი­ი­სას მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვან­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 10 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვანს და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად არას­რულ­წლო­ვა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მოკ­ლუ­ლი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა. ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლუ­ლიც და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბიც 17 წლი­სე­ბი არი­ან. მომ­ხდარს წინ ჩხუ­ბი უძღო­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მო­ზარ­დი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ჩემი მამიდაშვილი (მამას დეიდაშვილის შვილი), 17 წლის უწყინარი და უთბილესი ბიჭი მოუკლავთ წუხელ თბილისში. დანარჩენს საინფორმაციოშიც ნახავთ.ვის დასდევთ ქუჩა-ქუჩა და კომენტარ-კომენტარ, თქვე უმსგავსებო, როცა ქუჩები მოძალადე მკვლელებითაა სავსე?! გამძლეობა ჩემებს. ყველას მოეკითხება!" - წერს გიორგი ჩუბინიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×