რეზონანსი
10.09.2026

 "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრის, ანა წითლიძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ჩემს ნაციონალ მეგობრებთან ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა ეს ენმ-ს პოზიციაა უკვე და თქვენიც, მათ შორის. და კარგი, ეს ნამუსგარეცხილი ურეპუტაციო ქაჯია, მარა თქვენ სად ხართ ამ დროს და რას შვრებით?"- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ანა წითლიძემ ნიკა გვარამია "ნაციონალური მოძრაობის" რესურსის გაფლანგვაში და მიხეილ სააკაშვილის ძარცვაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×