რეზონანსი
11.09.2026

კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთში, რასაც 20 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.

როგორც ფაქტის თვითმხილველი ამბობს, "შკოდას" მარკის ავტომობილი საპირისპირო გზაზე მიმავალ მოტოციკლს შეეჯახა. 

“შევესწარი ამ საშინელ ავარიას. "შკოდას" მარკის ავტომანქანა შეეჯახა თავის გზაზე მყოფ მოტოციკლს. საპირისპირო მხარეს გადავიდა "შკოდა" და ასე დაეჯახა. თვალებიდან არ ამომდის. საშინლად განვიცდი,”- ამბობს ფაქტის თვითმხილველი. 

როგორც გაირკვა, გარდაცვლილი ახალგაზრდა 20 წლის ლაზერე (ლადო) ქოქიაურია.

"ჩემი ბავშვობის მეგობარი აღარ მყავს, შოკირებული ვარ, გააზრებაც მიჭირს. გუშინ გახდა 20 წლის ლადო და ახლა დღეს ცოტა ხნის წინ დაასრულა სიცოცხლე. მართლა მიჭირს გააზრებაც კი, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამაზე საუბარი. საშინელ დღეში ვარ. მანქანამ გადაუჭრა გზაზე და დაარტყა. 20 წლის ლადო ქოქიაური იჯდა მოტოციკლზე, საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაში გარდაიცვალა. აღარ გვყავს, დამთავრდა, ჩვენი პატარა ვარსკვლაბიჭუნა აღარ არის”,- უთხრა "კვირის პალიტრას" მეგობარმა.

"შკოდა"ისეთ ადგილას გამოვიდა გასწრებაზე და ისე შეეჯახა მოტოციკლს, რომ ძალიან მცირე იყო იმის შანსი,ის ბიჭი გადარჩენილიყო. ამათთვის ყველაფერი შეიძლება, რადგან ჩაბურულ "შკოდაში" ზის, ყველაფრის უფლება აქვთ”, - დაწერა სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველმა კიდევ ერთმა ადამიანმა.

“კვირის პალიტრა”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×