რეზონანსი
12.09.2026

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა.

მოკლული ბიჭის დეიდა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

„ჩემოო. როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება დეი. ავკუწავ შენზე ხელის ამწევს. ჩემო ლამაზო ბიჭოო“,- წერს დეიდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×