
საბერძნეთში ათენისა და სალონიკის პოლიციის 40 თანამშრომელი, 68 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ლევან ხეირანოვის სახლში შეიჭრა. ჩხრეკისას პოლიციამ პისტოლეტი და ხელყუმბარა აღმოაჩინა.
„კანონიერ ქურდთან“ ერთად დააკავეს მისი ახალი მეუღლე, სოფოც, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.
თბილისში დაბადებული, ეთნიკურად ბერძენი ლევან ხეირანოვი, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოქმედი „კანონიერი ქურდია“.
ბოლოს ლევან ხეირანოვი სასჯელს გერმანიაში, 2009-დან 2012 წლამდე იხდიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე