რეზონანსი
14.09.2026

მოკლული გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემაში „ნოესთან“ მეუღლესთან დაშორების შესახებ პირველად ისაუბრა.

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს წარსულზე ვისაუბრებდი დღეს, მაგრამ ბოლომდე გავხსნი და ამით დაიხურება. ვიტყვი, რატომ დავშორდით მე და მეუღლე ერთმანეთს. 

კენჭის გავლა მქონდა, ისეთი მწვავე ტკივილები მქონდა, როგორც სამშობიარო ტკივილებია. იმ ტკივილებმა გამიარა, დილით ჩემი მეუღლეც მოვიდა. მაშინ ექიმმა უთხრა, 6 თვე-ნახევრის ვიყავი, ფეხმძიმობა უნდა შეწყვეტილიყო. თუკი ერთი შვილი გყავთ, რა საჭიროა სასწორზე დადოთ სიცოცხლე, ფეხმძიმობა შევწყვიტოთო. ვერ დამიდგინეს, კენჭის გავლა მქონდა თუ რა. 

ამის წინააღმდეგი წავიდა ჩემი ოჯახი. ექიმმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ შესაძლოა, ბავშვი რაღაც ფიზიკური ნაკლით დაიბადოსო. არანაირი კვლევა არ გამიკეთებია, ზეპირად.

ეს იყო ერთადერთი მიზეზი ჩვენი ოჯახის გათიშვის.

ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, კოტემ ასეთი რამ თქვა - ეს ბავშვი დაიბადოს, თუკი ფიზიკური ნაკლით იქნება, მე წავიყვან, ის იქნება კოტე კუპატაძის ძე და მე გავზრდიო. ჩემი ოჯახი ამას ძალიან მკაცრად დახვდა. ასე გაჩნდა გიგა ავალიანი. 

ჩვენი ოჯახი გიგას დაბადება-არდაბადებას შეეწირა, ამიტომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე. მე უდიდესი სიყვარულით მიყვარდა ჩემი მეუღლე. ჩვენი ოჯახის გახლეჩა სწორედ გიგას დაბადება-არდაბადების გამო მოხდა,“ - თქვა ეკა კუპატაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×