რეზონანსი
14.09.2026

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დას, ეკა კუ­პა­ტა­ძეს მად­ლო­ბას უხ­დის.

"მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ ეკა კუ­პა­ტა­ძეს ჩემი ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის. დღეს თქვენ დიდი ძალა მო­მე­ცით. მად­ლო­ბა თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს, მე ვგრძნობ თქვენ გვერ­დით ყოფ­ნას" - წერს ეკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

ცნო­ბის­თვის, ხუ­და­დოვ­ზე მოკ­ლუ­ლი, 17 წლის არას­რულ­წლოვ­ნის დე­დას ეკა კუ­პა­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თა:

"და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დე­დი­კოვ, გულ­ში გიკ­რავთ გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დი­კო... უფ­ლე­ბა არ გაქვთ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ და­გა­ო­სოთ! თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქცა და პირ­ნათ­ლად უნდა შე­ას­რუ­ლოთ!"

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 10 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×