რეზონანსი
15.09.2026

საბურთალოზე ორი მოზარდი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ის წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ მიმდინარეობს.

"ამასობაში, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს სავარაუდოდ ნარკოტიკების მისამართების დადებაზე, კურიერობაზე. მე მგონი მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა. ასე კლავს ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას. 

იმის მაგივრად პერსპექტივა შეუქმნას, სწავლაში ჩართოს, საინტერესო აწმყო და მომავალი შესთავაზოს, უქმნის გარემოს, სადაც ეს, ქოლ-ცენტრები და კიდე ათასი უბედურებაა წახალისებული. აქვეა კედელზე ამ სამუშაოზე დასაქმების რეკლამა. 

თუ სწორად წავიკითხე კანონი, მინიმუმ 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ამ ბავშვებს და მათი მომავალი დამთავრებულია", - წერს გიორგი ახობაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×