რეზონანსი
15.09.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რაც მისი თქმით, საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება.

"გახარიას პარტიას ჭიქაში ქარიშხლის მოწყობა უნდა და თან რა თემაზე? – გუშინ, ბრიფინგზე განცხადება გავაკეთე, რომ მათი ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება. ამის შემდეგ, ჭკუათმყოფელი, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი გახარიების კანონპროექტს მხარს დაუჭერს და მის მიერვე მიღებული კანონის წინააღმდეგ ხმას მისცემს. ეს ყველაფერი სასაცილოა. გახარიას პარტიის წევრებმა საპარლამენტო ცხოვრება არ იციან და ეს ბევრ რამეში გამოჩნდა. 

საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რაღაცები ხდება. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, დარბაზშიც არ იყავით დღესო. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ შეიძლება, ტექნიკური ხარვეზი იყო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო ან რაღაც გაჭედილი იყო. სასაცილოები არიან, რომ ამ თემის „აწევა“ უნდათ. ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია და ალბათ, თავადაც ეღიმებათ. ასეთი რაღაც საპარლამენტო ცხოვრებაში ხდება და ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×