
ლულუ კახიანმა ლიკა ყაზბეგის გადაცემაში საკუთარ განცდებზე, შვილის დაკარგვით გამოწვეულ უსაზღვრო ტკივილსა და პირად ცხოვრებაში მიღებულ რთულ გადაწყვეტილებებზე სრული გულახდილობით ისაუბრა.
ყველაზე მძიმე და ემოციური აღმოჩნდა მოგონება იმ პირველ ინტერვიუზე, რომელიც ლენოს გარდაცვალებიდან დაახლოებით სამი-ოთხი თვის შემდეგ ჩაიწერა:
„პირველი ინტერვიუ იყო ლენოს გარდაცვალების შემდეგ, ალბათ სამი-ოთხი თვის შემდეგ ჩაწერილი. ანუ ივნისში გარდაიცვალა ლენო და ალბათ სექტემბერი იყო, თუ არ ვცდები. პირველი ინტერვიუ იყო და იქ რაღაც ღია ატმისფერი პერანგი მეცვა და ტუჩსაცხი მესვა.
ვიღაცამ დაწერა: „ისე ყვება, თითქოს მეზობლის ბავშვი მოკვდა და არა - მაგისი, რა ეტყობაო, რომ...“ ჰო, ასეთი ადამიანებიც იქნებიან, „ტუჩსაცხი რომ წაისვაო“. რაღაც ასეთი კომენტარები იყო. ასეთ ადამიანებს, რა ვიცი, რა... ვცდილობ, რომ აღარ ვიყო ნაწყენი. რა თქმა უნდა, უარი იყო წესის აგებაზეც.“
წამყვანის შეკითხვაზე, თუ როგორ შეეგუა იმ ფაქტს, რომ გვაჯიმ [გიორგი გვარჯალაძე, ლულუ კახიანის ყოფილი მეუღლე] სხვა ოჯახი შექმნა, ლულუმ დააზუსტა:
„მეორე არა, ჩემამდეც ჰყავდა გვაჯის ოჯახი - უფროსი შვილიც ჰყავს. რა ვიცი, იმ მომენტში უკვე ისე ვიყავი განწყობილი, რომ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, მას კი - თავისი. ანუ, რაღაც ეტაპზე ჩვენი გზები საბოლოოდ გაიყო, ეს კარგად მივხვდი და მე თვითონ ვუთხარი, მოდი, ურთიერთობა დავამთავროთ-მეთქი. ამის შემდეგ გადავიდა სახლიდან. მერე ეყოლა ბავშვი. ძალიან კარგი ბავშვია, ძალიან მიყვარს“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე