
ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ ხასიათსა და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მას ხშირად დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უწევდა. ამის დასტურად მან თავისი პირველი ქორწინება გაიხსენა ნანიკომ ოჯახი მასზე 8 წლით უმცროს ლევან ნუცუბიძესთან შექმნა.
„პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი, ქერად შეღებილი თმითა და საყურით. ეს რამხელა ამბავი იყო, იცი? არ მგონია, რომ ეს პროტესტი ყოფილიყო, რა ვქნა, ასეთი შემიყვარდა ლევანიკო. თვენახევრის შემდეგ უბრალოდ, ვკითხე, ლევანიკო, რამდენი წლის ხარ-მეთქი. 19 წლისო… მე უკვე 28-ის ვხდებოდი. ცხადია, ჩემთვისაც შოკი იყო… რომ გავთხოვდი, პიკში ვიყავი ჩემი კარიერის, მაგრამ ტელევიზია დავტოვე და გავყევი ჩემს სიყვარულს…“ - თქვა თემურ ებიტაშვილის პოდკასტში სტუმრობისას ხაზარაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე