რეზონანსი
19.09.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს, 2 შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×