რეზონანსი
19.09.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის "ფეხებზე დაკიდებაში" დაადანაშაულა.

ანანიძის შეფასებით, ოპოზიციამ საქართველოში კიდევ ერთი კოალიცია უნდა შექმნა აშშ-ის პრეზიდენტის და რესპუბლიკელების წინააღმდეგ.

"დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი  კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ. აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში," - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×