რეზონანსი
19.09.2026

თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია თეთრ სახლში მედია-საშუალებებისთვის დაშვების აკრძალვა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან მარტივია“.

„თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა. მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა. მათი აქ ყოფნა არ მინდა. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, რამდენიც შესაძლებელი იქნება. თუ ისინი გამოსწორებას შეძლებენ, მაშინ ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს „მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო“ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×