რეზონანსი
19.09.2026

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მათ „ჯუჯა ბავშვებს“ უწოდებს.

მიქელაძე ინტერესდება, დაფინანსების შედეგად, ბავშვები თუ „დაიზარდნენ“ და აცხადებს, რომ ამ ფონზე, მის დისშვილს სკოლა არ აქვს.

„მე მაინტერესებს, ის ჯუჯა ბავშვები დაიზარდნენ ბოლოს? ამდენი მილიონებით ვაფინანსებთ. ამ დროს დისშვილს სკოლა არ აქ“, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი.

ცნობისთვის, 2023 წელს, სახელმწიფომ აქონდროპლაზია შეიტანა იშვიათი დაავადებების სიაში, ხოლო პაციენტებს შშმ პირის სტატუსი განუსაზღვრა. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის ეროვნული პროტოკოლი შეიმუშავა და მართვის ერთ-ერთ საშუალებად მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ გაწერა, რომელიც სრულად ფინანსდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×