რეზონანსი
19.09.2026

თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და გათავისუფლდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ძალადობრივ აქციებზე, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტების შეფასებისას.

„ნებისმიერი აღიარებისა და ბრალის გაცნობიერების შემთხვევაში, სახელმწიფო არის მზად, რომ ამ საკითხს ჰუმანურად მიუდგეს. ყველა განთავისუფლდეს. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე ადამიანიც შეიწყალეს და აქედან გამომდინარე, როდესაც ასეთი ჯაჭვი და პროცესი მიმდინარეობს, კიდევ მოვუწოდებ, თუ დაკავებული ადამიანები აღიარებენ ბრალს და დანაშაულს გაითავისებენ, აუცილებლად გამოიცემა ჰუმანური აქტი. შესაბამისად, ჰუმანურად მიუდგება სახელმწიფო და იქნებიან გათავისუფლებულები. ეს არის ამ ყველაფრის ნათელი მაგალითი“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი საპროცესო შეთანხმების შედეგად, გუშინ გათავისუფლდა, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×