რეზონანსი
19.09.2026

ნატა ფერაძის წინააღმდეგ, Facebook-პოსტის გამო, ბერლინში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტმა თავად დაწერა.

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

„რადიკალებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სად იმყოფებიან, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. მათთვის შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, სიძულვილის ენა, ლექსიკა, რომელიც არ შეესაბამება ადამიანების ნორმალურ ურთიერთობას, არის სრულიად მისაღები გერმანიაშიც, მათ შორის. ასევე, ერთი ოპოზიციონერი მეორეს მიმართ - ნატა ფერაძე რაღაც შეურაცხმყოფელ განცხადებას აქვეყნებს, ის მერე პასუხობს და უჩივის. მოკლედ, ამ კონკრეტული ფაქტითაც აბსოლუტურად ბოლომდე გაიშიფრნენ რადიკალები და მათი რეალური სახე არ აინტერესებს, კანონს არ აინტერესებთ ქვეყანა, სად არიან, არ აინტერესებთ საკანონმდებლო სივრცეები, მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×