რეზონანსი
19.09.2026

თუ­შეთ­ში, ორი კვი­რის წინ მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 34 წლის სი­მონ ხე­ჩასშვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურჩნენ. „ტო­ი­ო­ტას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სი­მო­ნი მარ­თავ­და და რო­მელ­შიც სულ 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და რამ­დენ­ჯერ­მე ამობ­რუნ­და. სამ­წუ­ხა­როდ სი­მონ ხე­ჩასშვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­შავ­და ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ლა­გო­დე­ხი­დან დები ელე­ნე და ტასო მო­დე­ბა­ძე­ე­ბი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ელე­ნე მო­დე­ბა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

„თუკი რა­ი­მემ ერ­თი­ა­ნად ჩა­მო­მა­ბე­რა და და­მა­სუს­ტა ცხოვ­რე­ბა­ში, ჯერ მა­მი­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო და მერე ეს ავა­რია. ყვე­ლა­ზე ცუდ სიზ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ უკა­ნას­კნელს, თან ჩემ­თვის ძვირ­ფას და ღმერ­თე­ბის სამ­ყო­ფელ თუ­შეთ­ში. ცო­ცხა­ლი მხო­ლოდ ერთი გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლის გამო ვარ: "ელე, არ მო­მიკ­ვდე!" რომ არა ჩემი დის და ჩემი და­ქა­ლის ხმა, და­ნე­ბე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი...

რაც იყო, იყო. ვუძ­ლებ ფი­ზი­კურ ტკი­ვი­ლებს. რამ­დე­ნი­მე თვით და­პა­უ­ზე­ბულ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. აუ­ტა­ნელ სიზ­მრებს, რო­მელ­შიც თა­ვი­დან ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ვლო­ცუ­ლობ უკარ­გე­სი ბი­ჭის სულ­ზე, თავი ფრე­ნის­თვის რომ გა­ი­მე­ტა. ფეხ­მო­ტე­ხილ დე­და­ჩემ­ზე, რო­მე­ლიც გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბის ფა­სად გვივ­ლის ახლა ორი­ვე შვილს.

მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი მე­გობ­რე­ბის - ჩემი ტკი­ვი­ლე­ბის მო­და­რა­ჯე ადა­მი­ა­ნე­ბის. ნა­თე­სა­ვე­ბის. ჩემი პა­ტა­რა ქა­ლა­ქის, სა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნიც არ გა­მო­ი­ძებ­ნა, მგო­ნი, რომ არ მო­ვე­კი­თხეთ. ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბის, მათი მშობ­ლე­ბის, უძ­ვირ­ფა­სე­სი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის - ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის! ჩემი მას­წავ­ლებ­ლის, ნუნუ ღვა­ლა­ძის, რომ­ლის ტი­რილ­მა და გულ­წრფელ­მა ლოც­ვებ­მა ყვე­ლა­ზე რთულ დროს ჩემი გა­ღი­მე­ბა შეძ­ლო. ჩემი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის, რომ­ლის ყუ­რა­დღე­ბა, მო­ნა­ხუ­ლე­ბის გარ­და, ვიცი, რომ იყო მუდ­მი­ვი ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ღელ­ვა, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ირ­კვე­ო­და, რომ მშვი­დო­ბით ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს მთი­დან და გა­დავ­რჩი. სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის, თვა­ლი­თაც რომ არ მი­ნა­ხავს. მად­ლი­ე­რი ვარ!

ყვე­ლას ვერ გპა­სუ­ხობთ ამ დრომ­დე, რად­გან ჩემ­თან ერ­თად მა­მი­კოს ნა­ჩუ­ქა­რი ჩემი ძვირ­ფა­სი ტე­ლე­ფო­ნიც და­იმ­ტვრა. ცხოვ­რე­ბა თა­ვი­დან არის თით­ქოს ასა­წყო­ბი. ფიქ­რი სჭირ­დე­ბა იმას, რაც მოხ­და, რის­გან უნდა და­ვიც­ვათ თავი და სი­ცო­ცხლე აწი. მშვი­დო­ბას გი­სურ­ვებთ! და მა­ინც:

- ეს გზა ტა­ძარ­თან არ მი­მიყ­ვანს?

- კი, ეს გზა მხო­ლოდ ტაძ­რამ­დე მი­დის!“, - წერს ელე­ნე მო­დე­ბა­ძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×