რეზონანსი
19.09.2026

ევროკავშირის მიერ წამოყენებული 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ „ენჯეო“ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ხელისუფლების სამივეს შტოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის სუვერენიტეტის უხეში შელახვა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„მინდა ასევე ვეტინგის თემა შეგახსენოთ, რომელიც ფაქტობრივად სუვერენიტეტში ჩარევაა, როცა მოსამართლეებს უნდა გინიშნავდეს რაღაც კომისია, რომელიც საზღვარგარეთიდან არის შექმნილი.

თუ ჩვენ კორუფციაზე ვსაუბრობთ, ამ თემაზე ჩვენ არც 9 და არც 12 პუნქტი არ გვჭირდება, კორუფციასთან დაკავშირებით პრობლემები არის, მაგრამ ერთი რამ ხაზგასასმელია - როდესაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შეფასება მოხდა, იქ ჩამოთვლილი იყო 6 პუნქტი, რითაც ყველა ქვეყანა შეგვაფასეს. უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ადამიანის უფლებებისა და კორუფციის მუხლი ამოღებული იყო, რაც უსამართლობაა.

ჩვენ გვაქვს გამოცხადებული შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, ქურდულ სამყაროსთან, ორგანიზებულ დანაშაულსა და მიგრაციასთან. კორუფციასთან დაკავშირებით ჩვენ რაც გამოვავლინეთ, ეს „ქართული ოცნებისთვის“ სერიოზული პოლიტიკური დარტყმა იყო, მაგრამ ჩვენ მოვიქეცით, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება.

რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, კორუფციასთან მიმართებით ყველა სამთავრობო განკარგულება გახდა გამჭვირვალე, ჩამოყალიბდა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, ხედავთ, რამდენი მაღალჩინოსანია დღეს დაკავებული და კიდევ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს ჩვენთვის არის პოლიტიკური დარტყმები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და სხვა უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×